Thursday, October 26, 2017

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანის არის ის,ვინც ქართველებს ასე გვეამაყება. იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც გამოიგონა ახალი ფერწერის ახალი ტექნიკა, რომელშიც წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ მის დიდი ნიჭს, არამედ სიდუხჭირესაც. იგი თავისი პრივიტიზმით ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიო მხარტვრებს შორის მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ის ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა და და ეს გახლდათ მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.სიცოცლის ჟამს ნიკო არ იყო დაფასებული ქართველი ხალხის მიერ.




დაბადების ადგილი, ოჯახი და ბავშვობის წლები
ნიკო ფიროსმანი დაიბადა კახეთში 1862წლის 5 მაისს. მისი მშობლები - ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლე ტოკლიკიშვილი იყვნენ ფერმერები. მათ ჰყავდათ რამდენიმე ძროხა და ხარი, პატარა ვენახი. არ იყვნენ არც ძალიან ღარიბები და არც მდიდრები. მათ სამი შვილი ჰყავდათ: ორი ქალიშვილი - მარიამ და პეპე და პატარა ნიკო.1870 წელს მისი მამა გაცივდა და გარდაიცვალა, ასე რომ მათი ოჯახის მოკლევადიანი ბედნიერება დასრულდა. ნიკო თავის სიყვარულის ნათესავების მიმართ ნახატებში აქსოვდა. მის ერთ-ერთ ნახატში რთველი კარგად ჩანს კაცი და ქალი რომლებიც ვენახში მუშაობენ, სავარაუდოდ მისი მშობლები არიან. მისი კიდევ ერთი ნახატი „დედა და შვილიც“ ალბათ დედას ეძღვნება, სწორედ იმავე შინაარსისაა მისი „მამა და შვილი“.ნიკომ ასევე დახატა მისი და ქოლგით და ქუდით რომლებიც მას მეუღლემ აჩუქა, ნახატს კი ასე ჰქვია „ გოგონა ქუდით და ქოლგით“. მისი და მარიამი გათხოვილი იყო თბილისში და პატარა ნიკოც თან წაიყვანეს.მაგრამ მალე მოხდა უბედური შემთხვევა,ნიკოს და და დედა დაიხოცნენ. სიძემ კი იგი ქალანთაროვების ოჯახში წაიყვანა და ნიკომ იქ მოსამსახურედ მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა.ამ ოჯახში ნიკოს ძალიან კარგად ექცეოდნენ, მან დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.სწორედ აქ ისწავლა ნიკალამ წერა-კითხვა და ძალიან კარგი გასართობიც აღმოაჩინა,მან თავისი ოთახის კედლების მოხატვა დაიწყო. შემდეგ იგი გადავიდა სხვა ოჯახში სამუშაოდ, სადაც მისი უფროსის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელიც იყო ქვრივი და მას ცოლობაც სთხოვა მაგრამ ქალის ოჯახმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და ნიკო სახლიდან გააგდეს.ამის შემდეგ მან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.


მარგარიტა, საიდან მოდის ლეგენდა...
ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატს წარმოადგენს ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი „მარგატიტა“, იგი იყო ბევრი რომანტიული ნაწარმოებისა თუ პოემის ავტორების შთაგონების წყარო.ცნობილია, რომ მარგარიტა იყო ფრანგი მოცეკვავე. იგი საქართველოში ჩამოვიდა 1905 წელს და შეხვდა ნიკო ფიროსმანს. ნიკალას იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და მისი გულის მოსანადირებლად გაყიდა სახლი და ამ ფულით ვარდები უყიდა მოცეკვავე ქალბატონს.ვინ იყო, რომ ქალი, რომელიც ნიკო უყვარდა და რომელიც იყო მისი უკვდავი მისი ტილოს მუზა? ამის შესაახებ ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი.მხატვრის თაყვანისმცემელი წერს რომ ნიკომ არ იცოდა რაიყო სიყვარული სანამ მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში არ ნახა ფრანგი ქალბატონი რომელიც„მაზურკაზე“ მღეროდა და ცეკვავდა.. ნიკო „დასნეულდა“..იგი მისმა სიყვარულმა დაატყვევა...ნიკოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი რასაც ნიკომ ცხოვრება შეალია მარგარიტა იყო. ერთ დღეს ნიკომ აღმოაჩინა რომ მარგარიტამ მიატოვა და საფრანგეთში წავიდა, რადგან ხვდებოდა რომ ვარდების ზღვის გარდა ნიკოს მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო.ამ მოლენების შემდეგ ნიკომ თავისი ბედი ვაჭრობაში სცადა. სხვადასხვა სოციალური ფენის ხალხი მოდიოდა დუქანში სადაც ნიკალას დახატვას სთხოვდნენ. სწორედ ეს იყო ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას უმთავრესი შემოსავლის წყარო.

ფიროსმანის აღმოჩენა
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ნიკო უკვე დუქანში აქტიურად მუშაობდა. დუქანში ნაშოვნი ფულით ირჩენდა თავს და საღებავებს ყიდულობდა.თითქმის ყველა დუქანში დაიკავა ადგილი ნიკოს ნახატებმა. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჩნევდა ნიკოს ნიჭს და მის განსხვავებულ ხედვას. თუმცა სამწუხაროდ ამან გავლენა ვერ იქონია ნიკო ფიროსმანის მატერიალურ მდგომარეობაზე.მან ქართველი ხალხის აღიარება სიცოცხლეში ვერ მოიპოვა და გაუსაძლისი პირობების გამო ქართველმა ერმა გენიალური მხატვარი დაკარგა. 

ლადო გუდიაშვილი


დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).
გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმისშემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანისნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძეკონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.
გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა თუ როგორ უთხრა ბარნოვმა კლასის თანდასწრებით ელენეს:  “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე.. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”  კახური პეიზაჟები მართლაც არა ერთხელ გამხდარა ელენე ახვლედიანის ინსპირაციის წყარო.  
მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა.  გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გააგრძელა სწავლა გიგო გაბაშვილის კლასში. 1922 წელს ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი საგანგებო სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. წასვლამდე  რამდენიმე ხნით ადრე ელენე მხატვრების ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. აღსანიშნავია ისიც,  რომ მოგვიანებით, 1950-60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას. ასე რომ, თავიდანვე გამოიკვეთა ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედების მთავარ თემად. მხატვარი 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში, კოლაროსის აკადემიისკენ აიღო გეზი.  პარიზში ელენე ახველედიანი დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ქეთევან მაღალაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად. პარიზშივე მიიღო პირველ გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც ბევრი სხვა ექსპოზიცია დაემატა. მათ შორის იყო  პერსონალური გამოფენაც. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან  ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი.”
ახველედიანის ნახატები ცნობილმა კოლექციონერებმა შეიძინეს, გამოფენებს გამოეხმაურა პრესაც. ელენეს ნამუშევრები პარიზის შემდეგ ამერიკაში გამართულ გამოფენაზეც აღმოჩნდა. მხატვარი ჰოლანდიაშიც მიიწვიეს, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო იგი იძულებული გახდა  საქართველოში დაბრუნებულიყო. მალე მისი გამოფენები თნილისში, ქუთაისსა და თელავში მოეწყო. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ ელენე ახველდიანს თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა.  მას შემდეგ მხატვარმა ბევრი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1930-1933 წლებში იგი ძირითადად თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. ელენე ახვლედიანმა სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი’, “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები. ომის შემდგომ მისი სათეატრო მოღავწეობა საქართველოს ფარგლებს გასცილდა. ელენე ახვლედიანი აფორმებდა სპექტაკლებს მოსკოვში, კიევში, ხარკოვში. ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ რეპრსიების წლებში მხატვრის გადართვა თეატრზე შესაძლოა მისი გადარჩენის ერთდაერთი გზა ყოფილიყო, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული  ცენზურის მხირდან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გარდა ამისა, მისი მეგობრობა ცისფერყანწელებთან, ასევე რეპრსირებულ მხატვართან დიმიტრი შევარდნაძესთან უფრო ზრდიდა ტოტალიტარული სისიტემის მხრიდან მისადმი უნდობლობას. 1936 წელს ახველდიანმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისთვის“ ტილოთი “ამხანაგი სტალინი არალეგალურ კრებაზე კრწანისში.“  სისტემისადმი ხარკის გაღება მოუხდათ ასევე მის კოლეგებსაც, მაღალაშვილს, კაკაბაძეს და გუდიაშვილს.
1939 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც “პატარა საქართველოდ” აქცია. დღეს ახლა იქ მისი სახლმუზეუმია. ამ სახელოსნოში ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი და სხვა მხატვრების მიერ (მათ შორის პიკასოს) შესრულებული ნახატები. სახელოსნო-სახლს ახვლედიანი ხშირად უთმობდა სხვადასხვა შეხვედრებს, საღამოებს, კონცერტებსა თუ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს. სახელოსნოში არაერთხელ გაიმართა პეიზაჟისტ-პლენერისტთა ჯგუფური გამიფენები. პეიზაჟისტებს და მათ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში თავად მხატვარი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მის სახლშია გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის “მზე შემოდგომისა” წვეულების სცენა, სადაც კადრში ელენე ახვლედიანთან ერთად ლადო გუდიაშვილიც ჩანს. მხატვარი გასაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვთა შემოქმედებსაც. იგი არაერთხელ ყოფილა ბავშვთა გამოფენების ინიციატორი, მასვე ეკუთვნოდა ბავშვთა ნამუშევრების საგამოფენო დარბაზის შექმნის იდეა.you tube
1960-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადახვა ქალაქებში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს  პოპულარობის ზენიტში თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას. ბევრი უცხოელი თუ ქართველი მეგობრისთვის იგი თბილისთან ასოცირდებოდა. თავად სერგო ფარაჯანოვს არაერთხელ უთქვამს: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც  ბევრი ადამიანისთვის “ელიჩკას თბილისია”  ნამდვილი თბილისი.

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანის არის ის,ვინც ქართველებს ასე გვეამაყება. იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც გამოიგონა ახალი ფერწერის ახალი ტექნიკა,...